1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრაღაში შეშფოთებულნი არიან რუსეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო და მოქალაქეებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია.
ასევე, ჩეხეთის საგარეო უწყება ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.
„რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის გაგრძელების კონტექსტში არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩეხეთი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს.
ჩეხეთის გარდა, რუსეთის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდა აშშ-მა, პოლონეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა.