რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა
1743190958
ლონდონში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციის ცერემონია დაიწყო.
უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარე ცერემონია მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მასში მონაწილეობას იღებენ იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები. მუსიკა კი უელსურ, შოტლანდიურ და ირლანდიურ გელურ ენებზე შესრულდება. ასევე, პირველად დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაში მონაწილეობას ქალი ეპისკოპოსები იღებენ.
სააბატოში ცერემონიის შემდეგ მეფე და დედოფალი ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლებენ და ხალხს ტრადიციულად აივნიდან მიესალმებიან. კორონაციის აღნიშვნა დიდ ბრიტანეთში 8 მაისამდე გაგრძელდება.
ასევე ნახეთ: როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი ჩარლზ მესამის და დედოფალ კამილას კორონაციაზე - ფოტო/ვიდეო
ტეხასში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა
1743227566