ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, აშშ პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას - ბარაკ ობამა

ობამა

ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ აშშ პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს.

პენსილვანიაში გამართულ ღონისძიებაზე ობამამ აღნიშნა, რომ „ქვეყანა ისეთი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, რომლის მსგავსიც აქამდე არ ჰქონიათ“.

ობამას თქმით, არ იცნობდა ჩარლი კირკს და არ ეთანხმებოდა მის ბევრ შეხედულებას, თუმცა, როგორც ობამამ აღნიშნა, მისი მკვლელობა საშინელი ტრაგედიაა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის განცხადებები და აღნიშნა, რომ ასეთი დაძაბულობის დროს პრეზიდენტის მიერ ადამიანების გაერთიანება მისი ვალდებულებაა.

„ვფიქრობ, ასეთ მომენტებში, როცა ასეთი დაძაბულობაა, პრეზიდენტის სამუშაოს ნაწილია ადამიანები გააერთიანოს.”-აღნიშნა ობამამ. საპასუხოდ, თეთრმა სახლმა ობამას „თანამედროვე პოლიტიკური დაყოფის არქიტექტორი“ უწოდა.