26 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1787681261
ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფება.
ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში შეხვედრების ჩასატარებლად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების C-17 ტიპის თვითმფრინავით ჩაფრინდა.
ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაშვა.