ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთმა კი, სერიოზული დაზიანებები მიიღო

პიროტექნიკის ქარხანა

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთმა ადამიანმა კი, სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა დედაქალაქ სოფიას  მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია.

ადგილობრივი მცოვრებლების თქმით, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში და გამთენიისას ისმოდა.

პოლიციამ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, ადგილზე სამხედრო სპეციალისტები მუშაობენ.