ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა, ევროკავშირის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეულ დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმებას.
„იცით, რა არის ახლა ჩვენი პრობლემა ევროპაში? საწვავის მაღალი ფასები. მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც საწვავის ფასების შემცირებასა და ჩვენი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს“, – განაცხადა რადევმა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაგმო უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო დარტყმები.
„მხარს არ ვუჭერ დარტყმებს არცერთ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე. არ ვუჭერ მხარს დარტყმებს არცერთ ენერგეტიკულ ობიექტზე, ისევე როგორც რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რადგან ეს საბოლოოდ ჩვენვე დაგვაზარალებს. ევროპაში ფასები მკვეთრად იზრდება“, – განაცხადა რადევმა.
რადევის თქმით, საჭიროა მეტი დიალოგი და ამ გზით მშვიდობის მიღწევის მეტი შესაძლებლობის ძიება.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერების უმეტესობა უკრაინის მხრიდან რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს მხარს უჭერს, რადგან, მათივე შეფასებით, ეს კიევის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მოსკოვთან დაპირისპირებაში.