ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში გაემგზავრა

ბუდანოვი

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან 17-18 თებერვალს დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ავრცელებს.

„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზაში კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს და სწორი დასკვნების გაკეთებას ვეცდებით. უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს“, – წერს ბუდანოვი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შვეიცარიაში 17-18 თებერვალს გაიმართება. სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს, მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს გაიმართა.