ალენ დელონის შვილები, მამის „კომპანიონ“ ქალს სასამართლოში უჩივიან

ალენი

ალენ დელონის შვილები, მამის „კომპანიონ“ ქალს სასამართლოში უჩივიან.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დელონის შვილები ქალს მორალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

მათ ეჭვი აქვთ, რომ „კომპანიონ“ ქალს მსახიობის ქონების ჩაგდება სურს ხელში.

მედდა ჰირომ როლანი, მსახიობის ოჯახმა ორი წლის წინ მომვლელად დაიქირავა.

ალენ დელონის შვილები ამბობენ, რომ როლანი აკონტროლებს ყველაფერს, მსახიობის ფოსტას და ზარებს. ამასთან იგი ხელს უშლის შვილებს მამის ნახვაში.

„2021 წლის 8 ნოემბერს, მამაჩემის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ვახშამზე, ჩემსა და როლანდს შორის კონფლიქტი მოხდა. ვედავებოდი, რომ არცერთ ჩვენგანს არ დაგვირეკა, როცა მამა მძიმედ დაეცა და შედეგად შუბლზე უამრავი ნაკერი მიიღო, ერთი ღამე საავადმყოფოშიც გაატარა“, - წერს მსახიობის შვილი თავის ბლოგზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ძლიერი ქარის გამო, მილანიდან მომავალი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისში დაჯდა

VIDEO: „ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ! თითოეული წუთი გადამწყვეტია“ - თათული ედიშერაშვილი მიმართვას ავრცელებს