ბრიტანეთში ქალი მთელი ღამის განმავლობაში უვლიდა „ზღარბს“, რომელიც ქუდის პომპონი აღმოჩნდა

ზღარბი

ბრიტანეთში, ქალაქ ნატსფორდში ქალმა ტროტუარზე პატარა ზღარბი იპოვა, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში უვლიდა, თუმცა ეს ქუდის პომპონი აღმოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 60-70 წლის ქალმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ჩათვალა, რომ ავადმყოფი ცხოველი იპოვა და მისი გადარჩენა გადაწყვიტა. დილით მან „გადარჩენილი ზღარბი“ ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანა, სადაც ვეტერინარებმა უთხრეს, რომ მისი „ზღარბი“ სინამდვილეში პომპონია.

„ხუმრობთ? ღმერთო, ასეთი რამ როგორ დამემართა“, - შეიცხადა ქალმა და კლინიკა დატოვა. სპეციალისტებმა კი აღნიშნეს, რომ ამ ისტორიამ მათ გულები აუჩუყა.