პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ, ბოდიში მოიხადა ხუმრობისთვის, თითქოს ის თავის ცოლს ყოველ ღამე მცირე რაოდენობით სედაციურ ნარკოტიკს აძლევს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ნარკოტიკი, რომელზეც ჯეიმს კლევერლიმ იხუმრა, ხშირად ქალების გასაუპატიურებლად გამოიყენება.
როგორც ცნობილია, კლევერლიმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქალი სტუმრების გარემოცვაში იხუმრა რომ მისი ცოლის სასმელში სულ ცოტა სედაციური ნარკოტიკის ჩაყრა არალეგალური არაა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იხუმრა, რომ ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ მისი ცოლი ყოველთვის ოდნავ ნარკოტიკების ქვეშაა, რომ ვერ შენიშნოს სხვა კარგი კაცების არსებობა მის გარდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, სწორედ ამ ღონისძიების დღეს კლევერლიმ დააანონსა კანონის აღსრულების ახალი ზომები, სასმელში გარეულ ნარკოტიკთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღსაკვეთად.
კლევერლის პრესსპიკერის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირონიულად იხუმრა და ამისთვის ბოდიშს იხდის.
ქალთა უფლებების დამცველმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ The Fawcett Society-მ ჯეიმს კლევერლის გადადგომისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ სახლში დაბრუნებულ გიორგი მამარდაშვილს