ბრიტანეთის პოლიციამ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პიტერ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პიტერ მანდელა

 დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პიტერ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება ეხება აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის, პიტერ მანდელსონის მიერ საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სავარაუდო დარღვევას, რაც დაკავშირებულია ჯეფრი ეპშტეინის მილიონობით დოკუმენტის გამოქვეყნებასთან.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება 72 წლის მამაკაცის, მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ, საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დარღვევის ბრალდებით“,- განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელა მარიოტმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის ყოფილმა მინისტრმა, პიტერ მანდელსონმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტია დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი ინფორმაცია გავრცელდა ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ. თავად მანდელსონი ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეპშტეინისგან ფულადი გადარიცხვები მიიღო.

ცნობისთვის, პიტერ მანდელსონი 2025 წლის 10 თებერვლიდან აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანი, ბიზნესისა და ინოვაციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი და საგარეო ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი.