ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
1772208745
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა. განცხადების თანახმად, ეს დროებითი პრევენციული ღონისძიება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გამო იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოში კი აშშ-ის იმ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ყოფნა ქვეყანაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, უსაფრთხოების რისკების გამო ისრაელის დატოვება დაევალათ.
„მოქალაქეებმა შესაძლოა განიხილონ ისრაელიდან გამგზავრება, სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ეს განახლებული ინფორმაცია პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის გამო გამოთქმული შეშფოთების ფონზე გაავრცელა.
„უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მიმდინარე ვითარების გამო, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა ირანიდან ბრიტანელი პერსონალის დროებითი გამოყვანის შესახებ“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე, რომელიც უცხოეთში მოგზაურობის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
1772208745