დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა გენერალური სავაჭრო ლიცენზია სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. აღნიშნული ლიცენზია ნებას რთავს ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტს, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
ლიცენზიის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში დასაშვები ხდება შემდეგი პროდუქტების შეტანა: დიზელი და საავიაციო საწვავი.
გარდა უშუალოდ პროდუქტების იმპორტისა, ლიცენზია ასევე აკანონებს ამ პროცესთან დაკავშირებული გარკვეული სერვისებისა და ქმედებების განხორციელებას.