„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
დიდი ბრიტანეთი საიმიგრაციო სისტემაში მასშტაბურ რეფორმას გეგმავს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ ხვალ წარადგენს. რეფორმის მიზანი გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მაძიებლებისთვის არც თუ ისე მომხიბვლელი პირობების შექმნაა.
კერძოდ, ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მიგრანტებისთვის და მათთვის, ვინც თავშესაფარი მხოლოდ ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა, მუდმივი ბინადრობის მიღების ლოდინის ვადა 20 წლამდე გაიზრდება.
გათვალისწინებული გარკვეული შემსუბუქება „კვალიფიციური ლტოლვილებისთვის“, რომელიც 20-წლიან ვადას „სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისა და სწავლის მეშვეობით“ შეამცირებს.
ისინი კი ვინც ქვეყანაში ლეგალურად, გადასახლების სპეციალური პროგრამების მეშვეობით ჩავლენ, სამუდამო ბინადრობის მიღებას 10 წლის შემდეგ შეძლებენ.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ იმიგრაციაა.