1746733863
ბრიტანელი ტელეწამყვანი ამბობს, რომ 28 კილოგრამი მარტივი ცვლილების წყალობით დაიკლო - ნახეთ, რა შეცვალა მან

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა გრეგ ალან უოლასმა ყოველდღიურობაში მარტივი ცვლილების წყალობით 28 კილოგრამი დაიკლო და სხვებს ამის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. მის ამბავს Daily Express ავრცელებს.
58 წლის მამაკაცი, რომელიც მანამდე 104 კილოგრამს იწონიდა, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა წონის დაკლებას შემზღუდავი დიეტებით. თუმცა, დაკარგული წონა მალევე უბრუნდებოდა და ამასთან კაცი მუდმივად მშიერი და დასტრესილი იყო.
მუდმივი შიმშილისგან და შეზღუდვებისგან მობეზრებულმა ტელეწამყვანმა გადაწყვიტა უარი ეთქვა დიეტებზე და დაიწყო დღეში სამი დაბალანსებული კვება, სწორედ ამ გზით შეძლო წამყვანმა 28 კილოს დაკლება.
ტელეწამყვანი ასევე ამბობს, რომ დაიწყო სახლში საჭმლის მომზადება და საერთოდ აღარ სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს. მამაკაცი თავის წარმატებებს სოციალურ ქსელებში აზიარებს, და სხვებსაც მოუწოდებს ჯანსაღი კვებისკენ.