1764061356
ბრიჯიტ ბარდო ჰოსპიტალიზებულია - მედია
ბრიჯიტ ბარდო კვლავ ჰოსპიტალიზებულია. ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ტულონის საავადმყოფოში უკვე 10 დღეა იმყოფება.
ფრანგული მედიის ცნობით, 91 წლის ბარდო ტულონის კლინიკაში ოქტომბერშიც მოხვდა. მას მძიმე დაავადებასთან ბრძოლის ფარგლებში ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. მსახიობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ახლა ბარდო გამოჯანმრთელების სტადიაზეა.











