ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის ღონისძიებებსა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსს. ამასთან, დგინდება, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე შემოსავლების სამსახურის უფროსის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან.
საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ასევე დაამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის უფროსის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, მათი გაცემის წესსა და პირობებს. ასევე განისაზღვრება, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის - საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს ანიჭებს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს.
კანონპროექტით, შემოსავლების სამსახურის მიერ სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო იქნება.
ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის ერთ-ერთი მუხლი, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან არის დაკავშირებული, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაცია შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.