ბრაზილიაში ქალს, რომელმაც ქანდაკებაზე ტუჩსაცხით წარწერა გააკეთა, 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილია

 ბრაზილიაში ქალს, რომელმაც ქანდაკებაზე ტუჩსაცხით წარწერა გააკეთა, 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ ტუჩსაცხით გაკეთებულ წარწერას არ ეხება - 29 წლის დებორა როდრიგესი სასამართლომ დამნაშავედ ცნო გადატრიალების მცდელობასა და დემოკრატიული წესრიგის ხელყოფაშიც.

როდრიგესი მონაწილეობდა 2023 წლის არეულობაში, როდესაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ბოლსონარუს მხარდამჭერები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.

ქალმა სასამართლოს ქანდაკებაზე პომადით წააწერა "წააგე, იდიოტო". მან ამ ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა გადატრიალებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.