რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
1737751527
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯონსონი ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ოლექსი კულებასთან ერთად გაეცნო.
მედიის ინფორმაციით, ჯონსონი ასევე იმყოფებოდა ბუჩაში.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენჯერმე სტუმრობდა კიევს.