თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1784662715
იტალიის ქალაქ ბოლონიაში, საპროტესტო აქციაზე არეულობის შედეგად, სულ მცირე, 64 სამართალდამცველი დაშავდა.
მედიის ცნობით, აქცია 19 ივლისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მაროკოელი აბდერაჰიმ ფაკირი სამართალდამცველების მიერ დაკავების დროს დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დაკავების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ, ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომელიც დღის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მოქალაქეები ინციდენტში მონაწილე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით, რამდენიმე პირი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა და აქცია არეულობაში გადაიზარდა.