თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1784662715
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა.
„გადავწყვიტე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრ სირსკის იმ სამსახურისთვის, რომელიც მან უკრაინის თავდაცვაში გასწია. კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, სირსკის როლი კიევის დაცვაში, ხარკოვის კონტრშეტევით ოპერაციაში, კურსკის ოპერაციაში და მთლიანად უკრაინის თავდაცვის საქმეში.
ზელენსკის თქმით, მან უკვე განიხილა სირსკისა და ანდრეი ჰნატოვთან მათი შემდგომი სამსახურის ფორმატი და უფლებამოსილების გადაბარების პროცესი.
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, რამდენიმე დღეა, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მან მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.