ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479
ამერიკელი მომღერლის, ჯესი ჯეის განცხადებით, მას ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
37 წლის ვარსკვლავმა დიაგნოზის შესახებ "ინსტაგრამზე" დაწერა და თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას აპირებს. მისი თქმით, ლონდონის უემბლის სტადიონზე, Capital"s Summertime Ball-ზე გამოსვლის შემდეგ გაიკეთებს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს ჩატარდება.
მომღერალმა ახლა გულშემატკივრებს მიმართა:
„ბოლო შოუა მკურნალობის დაწყებამდე, ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, კარიერის, შვილის და მშობლების" - ამის შესახებ მომღერალმა Wembley Stadium-ზე 75 000 მაყურებლის წინაშე თქვა.
ჯესი ჯეი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს