1785095778
„ბლუმბერგი“: უნგრეთში იქმნება სააგენტო, რომლის მთავარი ამოცანა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, სავარაუდოდ, უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო სახსრების დაბრუნება იქნება
უნგრეთში ახალი სააგენტო შეიქმნება, რომლის მთავარი ამოცანა უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო სახსრების დაბრუნება იქნება, პირველ რიგში კი იმ თანხების, რომლებიც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, სავარაუდოდ, უკანონოდ იქნა მითვისებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ქვეყნის პარლამენტმა კენჭისყრით უკვე დაამტკიცა ეროვნული აქტივების აღდგენის სააგენტოს შექმნა. ეს პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ერთ-ერთი მთავარი ანტიკორუფციული დაპირება იყო, რომლის შესახებაც მან აპრილში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში უნგრეთი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, რის გამოც ევროკავშირმა კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო მილიარდობით ევროს დაფინანსება შეაჩერა.
მედიის ცნობით, ევროპის სხვა ქვეყნების ანტიკორუფციული უწყებებისგან განსხვავებით, უნგრეთის ახალ სააგენტოს ისეთი უფლებამოსილებები ექნება, რომლებიც, როგორც წესი, პროკურატურას, პოლიციას, ფინანსურ საგამოძიებო ორგანოებსა და სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტებს შორის არის გადანაწილებული.










