ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
„ბეშიქთაშსა“ და „ანთალიასპორის“ მატჩის დაწყებამდე კლუბმა პატივი მიაგო მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მხარდაჭერის ნიშნად, მხარდამჭერებმა მოედანზე ათასობით სათამაშო და შარფი დაყარეს.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, მთავარი კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები სკანდირებდნენ - „მთავრობა გადადექი“.
სტამბოლის კიდევ ერთი დიდი კლუბის, „ფენერბაჰჩეს“ მხარდამჭერები მსგავს ლოზუნგებს „კონიასპორთან“ მატჩის დროს ყვიროდნენ.
„ოცწლიანი ტყუილი და თაღლითობა, გადადექი“ – სკადირებდნენ გულშემატკივრები.