რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
გაერთიანებულ სამეფოში ბერმა და მონაზონმა თავიანთი დადებული დაუქორწინებლობის აღთქმა დაარღვიეს და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. ინფორმაციას უცხოური მედი ავრცელებს.
ლიზა ტინკლერი, რომელიც წინათ და მერი ელიზაბეთად იყო ცნობილი, 19 წლის ასაკში გახდა მონაზონი და ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ პრესტონის კათოლიკურ მონასტერში მსახურებას შეუდგა. თუმცა, 24 წლის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. იგი ოქსფორდელ კარმელიტ ბერს, რობერტს, შეხვდა.
დაქორწინებული წყვილი ჰყვება, რომ ცხოვრების წესის შეცვლა მათთვის რთული აღმოჩნდა. რობერტმა რომიდან მიიღო წერილი, რომ იგი კარმელიტების ორდენიდან განკვეთილი იყო. მან და ლიზამ პასუხების ძიება წიგნებში დაიწყეს და იმ მონაზვნების ამბებს გაეცნენ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით მონასტერი დატოვეს. ტინკლერის თქმით, ეს ისტორიები იმდენად ახლობელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ორივეს ტირილი მოერია.
თუმცა, რობერტისა და ლიზას თქმით, სირთულეების მიუხედავად, მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობენ.