ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

zelenski

ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ მედიას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა განუცხადა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

მოლაპარაკებები დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკი და ფრიდრიხ მერცი პრესის წინაშე წარდგებიან, დღის დასასრულს კი ფრიდრიხ მერცის კანცელარიაში გერმანიისა და უკრაინის პირველ პირებს სამიტზე შეუერთდებიან საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, პოლონეთის, დანიის ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ბერლინში გუშინ ჩავიდა. მან შეხვედრები გამართა როგორც ამერიკული დელეგაციის წევრებთან, ისე უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან.