ბერლინში ქალებს ბიუსტჰალტერის გარეშე ცურვის საშუალება მიეცათ

დდდ

ბერლინში ქალებს ბიუსტჰალტერის გარეშე ცურვის საშუალება მიეცათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჩაცმულობის წესში ცვლილება დახურულ და ღია აუზებსაც ეხება.

გადაწყვეტილება გერმანიის დედაქალაქში ცურვის შესახებ ტანსაცმლის წესების შესაცვლელად მას შემდეგ მიიღეს, რაც ბერლინის 33 წლის მკვიდრმა, მეისმა საჩივარი შეიტანა და საჯარო აუზიდან მკერდის გამოჩენის გამო გაძევება გააპროტესტა.

ქალმა მოითხოვა იგივე უფლებები, რითაც საზოგადოებრივ აუზებზე კაცები სარგებლობენ.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ნებისმიერს, განურჩევლად სქესისა, შეუძლია საჯარო აუზზე მკერდი გამოაჩინოს და თავად გადაწყვიტოს, რა ტიპის საცურაო კოსტიუმის მორგება უნდა.

ცვლილება შესაძლებლობას აძლევს როგორც დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივებს, არ ატარონ აუზზე ბიუსტჰალტერი.

მეისი, რომლის სასამართლო საქმეც გარდამტეხი გახდა, აცხადებდა, რომ თავს დამცირებულად და დისკრიმინირებულად გრძნობდა, როცა საჯარო აუზის დატოვება მოსთხოვეს.


„ყველას უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე შესაძლებლობა და, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის თავისუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საკუთარ სხეულს ეხება", — განაცხადა მან Guardian-თან ინტერვიუში.


მეისი აპროტესტებდა "დაუწერელ მორალურ კანონებს, რომლებიც ქალებს კაცებმა დაუწესეს".

2022 წლის მაისში, გეტინგენი ქვემო საქსონიაში გახდა პირველი გერმანიის ქალაქი, რომელმაც ქალებს ნება დართო ღია და დახურულ აუზებზე ბიუსტჰალტერის გარეშე ეცურათ.