ბერლინი კიევისთვის საჭირო ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს

უკრაინა და გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის თქმით, ბერლინი კიევისთვის საჭირო ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, გერმანიამ ოქტომბერში უკვე დახარჯა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შეძენაზე 500 მილიონი დოლარი.

მისი თქმით, თანხა NATO-სა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიხარჯა, რომლის საშუალებითაც NATO-ს მოკავშირეები კიევისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-სგან ყიდულობენ.

ამას გარდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი კიდევ 25 მილიონი ევროს გადარიცხავს NATO-ს ფონდში, რათა ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად საჭირო აღჭურვილობითა და სამედიცინო დახმარებით იყვნენ უზრუნველყოფილი.