ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა იპოვოს გზა პალესტინელების ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად - ჯო ბაიდენი

ბაიდენი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა იპოვოს გზა პალესტინელების ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„იდეა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისრაელი შეძლებს არსებობის შენარჩუნებას პალესტინის საკითხის მოგვარების გარეშე, ეს არ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლაც მეგობარია და მე მუდმივად ვახსენებ ჩემს მეგობარს, რომ მან უნდა იპოვოს გზა იმ დიდი ჯგუფის ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად, რასაც პალესტინელები ჰქვია და რომელთაც დამოუკიდებლად საცხოვრებლად ადგილი არ აქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა SNBC-სთან ინტერვიუში.