ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანთან საზღვრის მახლობლად სამხედროებს შეხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანთან საზღვრის მახლობლად სამხედროებს შეხვდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელ-ლიბანის საზღვართან ახლოს, ქვეყნის ჩრდილოეთ სარდლობას და სამხედროებს შეხვდა. პრემიერ მინისტრმა ლიბანის ტერიტორიაზე ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დეტალები განიხილა, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ვითარებას გაეცნო და სამომავლო გეგმები განსაზღვრა.

ცაჰალის“ მიერ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შემდეგ და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის წლისთავამდე, რამდენიმე საათით ადრე შეხვდა.

„ერთი წლის წინ, ჩვენ საშინელი დარტყმა გადავიტანეთ. უკვე 12 თვეა რეალობას ვცვლით. მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმ დარტყმით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მტრებს აყენებთ. მოგესალმებით და გეუბნებით: თქვენ ხართ გამარჯვების თაობა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ ღვთის შეწევნით“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.