ტაილანდში დააკავეს ქალი, რომელიც ბერებთან სექსის ფარულ გადაღებასა და შანტაჟშია ბრალდებული
1752684973
ისრაელი ვალდებულია სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი დემილიტარიზებულ ზონად შეინარჩუნოს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს სირიაში „მეორე ლიბანის“ შექმნას.
სირიის ქალაქ სუვეიდაში სუნიტ ბედუინებსა და დრუზებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, რის შემდეგაც სირიის ხელისუფლებამ ქალაქში სამხედრო ნაწილები შეიყვანა.
ისრაელის ავიაციამ სირიის სამთავრობო ჯარების სამხედრო ტექნიკა ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაბომბა.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი, რომელიც ისრაელს ესაზღვრება, ბუფერულ ზონად შევინარჩუნოთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ იქ „მეორე ლიბანის“ შექმნას და დავიცავთ დრუზებს. ვიმედოვნებთ, რომ აღარ მოგვიწევს მოქმედება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა სირიის მოქმედი ხელისუფლება“, - თქვა ნეთანიაჰუმ.