დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ტაილანდში პოლიციამ დააკავა ქალი, რომელსაც, სავარაუდოდ, სექსუალური ურთიერთობები ჰქონდა ბერებთან, შემდეგ კი აქტის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს მათგან ფულის გამოძალვის მიზნით იყენებდა.
სამართალდამცველების ცნობით, ტაილანდელ ქალს, სულ მცირე, ცხრა ბერთან ჰქონდა სექსი. გამოძიების ვერსიით, მან უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბერებისგან დაახლოებით 385 მილიონი ბატი ($11.9 მილიონი) მიიღო.
ადგილობრივი პოლიციის სპიკერის თქმით, გამომძიებლებმა ბრალდებულის სახლიდან 80 000-ზე მეტი ფოტო და ვიდეომასალა ამოიღო.
პოლიციის განცხადებით, ქალმა მათი ყურადღება ივნისში მიიქცია, როდესაც გაიგეს, რომ ერთ-ერთმა აბატმა ბერობაზე უარი შანტაჟის შედეგად თქვა.
გამოძიების ცნობით, ქალს ზემოხსენებულ ბერთან ურთიერთობა 2024 წლის მაისში ჰქონდა. შემდეგ კი ქალმა განაცხადა, რომ მისგან შვილი გააჩინა და ალიმენტის სახით 7 მილიონი ბატი მოითხოვა.
ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ბრალდებულის ანგარიშზე სხვა ბერების მიერ გადარიცხული თანხები აღმოაჩინეს, რის შედეგადაც საქმე გაიხსნა.
დაკავებულ ქალს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, გამოძალვა, ფულის გათეთრება და მოპარული ნივთების მიღება.