„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს...“ - პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1750357599
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაზიანებული საავადმყოფო მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ნეთანიაჰუმ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ისრაელს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან და აშშ-ს პრეზიდენტს თითქმის ყოველდღე ტელეფონით ესაუბრება.
„ტრამპს აქვს მტკიცე გადაწყვეტილება, მონდომება და სიცხადე, როდესაც ამბობს, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ქონა და ურანის გამდიდრება. ტრამპმა მისცა შანსი, რომ ეს მოლაპარაკებების გზით გაეკეთებინათ, მაგრამ მათ ის მოატყუეს, დონალდ ტრამპის მოტყუება კი შეუძლებელია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
კონფლიქტში აშშ-ის პოტენციური ჩართვის შესახებ კითხვაზე ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია, თუმცა ამერიკა ისრაელს უკვე ეხმარება.