ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად იმის გამო დატოვა, რომ არ მოსწონს მაკრონი და არ სურდა ზელენსკისთან შეხვედრა - „ფაინენშალ თაიმსი“

ტრამპი

დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად იმის გამო დატოვა, რომ არ მოსწონს მაკრონი და არ სურდა ზელენსკისთან შეხვედრა, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, NATO-ს წლევანდელი სამიტის ორდღიანი სამუშაო სესია, ერთ დღემდე მხოლოდ იმ მიზნით შეამცირეს, რომ თავიდან აირიდონ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სამიტის ნაადრევად დატოვების შემთხვევა, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემთხვევაში მოხდა. როდესაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ნაადრევად დაბრუნება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

თუმცა, გამოცემა წერს, რომ საქმის კურსში მყოფი პირები „ირწმუნებიან, რომ მისი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, ნაწილობრივ გამოწვეული იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონით გაღიზიანებით, რომელიც კანადაში ჩასვლამდე გრენლანდიას ეწვია და გააკრიტიკა ტრამპის გეგმები, კონტროლი მოიპოვოს კუნძულზე, და რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ გააჩნია უკრაინის ლიდერთან შეხვედრის ინტერესი“.