ბენიამინ ნეთანიაჰუ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას კიდევ ერთი ვადით იმედოვნებს. ამის თაობაზე ისრაელის პრემიერმა ტელეკომპანია Channel 14“-ის ეთერში ისაუბრა.

გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ მაშინ დასრულდება როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.

„შეთანხმების პირველი ეტაპი ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას მოიცავს, ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება. „ჰამასი“ თუ განიარაღებას არ დათანხმდება, ეს რთული გზით მოხდება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.