ბელარუსის ცესკომ ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში განაცხადი 17 დეკემბერს შეიტანა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება. 1 იანვრიდან 25 იანვრამდე კი ქვეყანაში წინასარჩევნო კამპანია წარიმართება.