„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ დათანხმდნენ მშვიდობის საბჭოს გეგმას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია „ჰამასის“ და ღაზაში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ. მისი განმარტებით, განიარაღების დასრულებისთანავე ისრაელი ღაზას სექტორიდან გავა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შუამავლობით შემუშავებული ღაზას ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მეორე ფაზა მოიცავს „ჰამასის“ განიარაღებას და ასევე ღაზას სექტორის რეკონსტრუქციას.