ბავშვები თვეების განმავლობაში გარდაცვლილ ძმასთან ერთად ცხოვრობდნენ - საშინელ დანაშაულში ბრალდებული დედა პოლიციამ დააკავა (უცხოეთი)

პოლიციის ლენტი

აშშ-ში, დედას 8 წლის შვილის, კენდრიკ ლის მკვლელობაში ედება ბრალი. მკვლელობა 2021 წლის მარტში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი ბავშვის შესახებ პოლიციას მისმა უმცროსმა ძმამ შეატყობინა. ბიჭი ამტკიცებდა, რომ მისი ძმა ერთი წლის განმავლობაში სახლში გარდაცვლილი იყო. 

გამოძიების შედეგად, ბავშვის დედა, გლორია უილიამსი დამნაშავედ ცნეს. ასევე, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მის მეგობარ ბიჭს, რომელმაც 8 წლის ბიჭს სასიკვდილოდ სცემა. 

როგორც აღმოჩნდა, ბავშვები გარდაცვლილი დედმამიშვილის გვერდით რამდენიმე თვე მარტო ცხოვრობდნენ, რადგან დედამ ისინიც მიატოვა.

„როდესაც ჩვენ ადგილზე მივედით, ბინა საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩვენ ვნახეთ ჭუჭყიანი ხალიჩა, სახლში არ იყო საერთოდ არავითარი ავეჯი. არც საწოლები, არც საბნები... სახლში საცხოვრებლად უვარგისი გარემო იყო", - თქვა პოლიციის ოფიცერმა. 

პროკურორებმა თქვეს, რომ უილიამსი შვილის სიკვდილის დამალვას ცდილობდა და თვეში ერთხელ ბავშვებთან აგზავნიდა სასურსათო ნივთებს ბინაში და აგრძელებდა ქირის გადახდას.

გადარჩენილი სამი ბავშვი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვების დედას კი განაჩენს 11 ნოემბერს, სასამართლოზე გამოუტანენ.