ბავარიაში გერმანელი სამხედროების მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი სირიელი დააკავეს

ბავარია

ბავარიაში გერმანელი სამხედროების მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი სირიელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, 27 წლის სირიელი რადიალური ისლამისტური შეხედულებით ბავარიის ქალაქ ჰოფში გერმანელი სამხედროების მაჩეტეს გამოყენებით მოკვლას გეგმავდა. ეჭვმიტანილმა შეიძინა 40 სანტიმეტრის სიგრძის ორი მაჩეტე.

„ამ ქმედებით, ბრალდებულს სურდა ყურადღების მიპყრობა და მოსახლეობაში გაურკვევლობის გრძნობის დათესვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გერმანიაში ბოლო დროს მიგრანტების მიერ განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. აგვისტოში ქალაქ ზოლინგენში დანით თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.