ბატისკაფის ტრაგედიის შემდეგ მაყურებელი „ნეტფლიქსს“ თავს დაესხა და მწარედ გააკრიტიკა

ტიტანი

მაყურებლები აკრიტიკებენ Netflix-ს იმის გამო, რომ დევიდ კემერუნის ფილმი, "ტიტანიკი" კატალოგში დააბრუნა ბატისკაფის კატასტროფის შემდეგ.  წერს The Hollywood Reporter. 1 ივლისიდან დრამა კვლავ ხელმისაწვდომი იქნება მაყურებლისთვის აშშ-სა და კანადაში.

ბატისკაფი „ტიტანის“ ბოლოდროინდელი ტრაგედიის ფონზე მომხმარებლებმა ეს გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნიეს და ფილმის სტრიმინგის სერვისზე გამოსვლა გააკრიტიკეს. ქსელის მომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, Netflix-მა გამოუშვა თრილერი თავისუფალი დაივინგის შესახებ  დოკუმენტური ფილმის Deepest Breath.

„ნეტფლიქსი ამჯერად სცდება წესიერების საზღვრებს, ადამიანები დაიღუპნენ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ტიტანიკის ადგილზე და ახლა მაყურებლების შეგროვების მომენტის გამოყენება არასწორია“, წერს ერთი მომხმარებელი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

VIDEO:„ინტიმური სცენა უნდა ყოფილიყო... ანდრია აღელდა“ - რა დათმეს ურთიერთობისთვის მაიკომ და ანდრიამ

რატომ არ შექმნა მეორედ ოჯახი გია სურამელაშვილმა - მომღერლის გულწრფელი აღიარება