წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1764320968
ბაქო და ერევანი მოსკოვის ალტერნატივად ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას განიხილავენ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის თანახმად, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს „შუა დერეფნის“ სიცოცხლიუნარიანობაში.
„მათი მონაწილეობა ნებისმიერი სერიოზული რეგიონული თანამშრომლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის და პოტენციურად დამატებით ბონუსს მოიტანს ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობების უფრო კონსტრუქციული მიმართულებით წაწევაში“, – წერს გამოცემა.
„სომხეთი შესაძლოა, შემდეგი მოლდოვა გახდეს“, – ხუმრობით თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკომისიის შიდა შეფასებების თანახმად, „შუა დერეფანში“ მოძრაობა 2022 წლიდან ოთხჯერ გაიზარდა და სწორი ინვესტიციების შემთხვევაში, 2030 წლისთვის შესაძლოა, კვლავ სამჯერ გაიზარდოს.