ბანგკოკში, მშენებარე კონსტრუქციის ნანგრევებში 81 ადამიანს ეძებენ – მედია

მიანმარი

ბანგკოკში, მაღალსართულიანი მშენებარე კონსტრუქციის ნანგრევებში 81 ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ბანგკოკში 43-სართულიანი კონსტრუქცია მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან თავის დაღწევა შეძლო შვიდმა ადამიანმა. როგორც „სიენენი“ წერს, მაღალსართულიან კორპუსს ჩინური კომპანია აშენებდა.

მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა, რასაც მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, რომლის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. 1946 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მიწისძვრაა მიანმარში.