1733342735
ბალტიის ზღვაში ბუნდესვერის შვეულმფრენს რუსული გემიდან ცეცხლი გაუხსნეს - ანალენა ბერბოკი
ბალტიის ზღვაში ბუნდესვერის შვეულმფრენს რუსული გემიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა NATO-ს ქვეყნების შეხვედრის ფარგლებში ბრიუსელში განაცხადა.
ანალენა ბერბოკის თქმით, სროლა სასიგნალო რაკეტებით მოხდა, შვეულმფრენს არანაირი ზიანი არ მიადგა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შვეულმფრენი ახორციელებდა სადაზვერვო მისიას.
ანალენა ბერბოკმა არ დააზუსტა, რა ტიპის გემიდან მოხდა გასროლა.
გერმანული მედიის მტკიცებით, ეს იყო სამოქალაქო ტანკერი.
გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მ აღნიშნა, რომ სასიგნალო რაკეტების გამოყენება გასროლისთვის დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვაში გადაადგილდებიან გემები, რომლებსაც ის რუსული ტვირთი გადააქვთ, რომელთა მიმართაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული. მისივე თქმით, გერმანიამ უნდა გააძლიეროს პატრულირება რეგიონში, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაცული იყოს რუსეთისა და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ჰიბრიდული თავდასხმებისგან.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა.