ზოდიაქოს 3 ნიშანს ძალიან მალე საბედისწერო შეხვედრა ექნება
1736442313
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის მთელ შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და ფედერალური დახმარების შესახებ განკარგულება გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ბაიდენი ლოს-ანჯელესში იყო ჩასული, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნო. ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შედეგ აშშ-ის პრეზიდენტმა იტალიაში მისი დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ორი ადამიანი უკვე ემსხვერპლა, ხოლო 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.