ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა - მოქალაქეებს ურჩევენ, გადავიდნენ უახლოეს უსაფრთხო ადგილას

რაკეტა

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, რომ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენები. უწყება მოქალაქეებს ურჩევს, გადავიდნენ უახლოეს უსაფრთხო ადგილას.

ამავე დროს, ქუვეითის მთავრობა ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება. უპილოტო აპარატებმა დააზიანეს რადარი. ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო, ამ აეროპორტიდან ყველა რეისი უკვე შეჩერებული იყო.