აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა - მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა.

როგორც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევისთანავე შესაბამისმა უწყებებმა, გორანბოის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.

ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.