სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი, რაც აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა.
„ოქტომბერში პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე და თავის ტერიტორიაზე დერეფანთან დაკავშირებულ ფართომასშტაბიან საქმიანობას ეწევა. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.