„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების ინიციატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. საუბრისას დიპლომატებმა წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები ჟენევაში 2 ოქტომბრის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, მადლობა გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.