Axios: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ „ტომაჰავკების“ რაკეტების გადაცემას უკრაინისთვის არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში ახლა

შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის შორი მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას, ყოველ შემთხვევაში ახლა, არ აპირებს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუშინ ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ ის ვაშინგტონში ახალი შეიარაღების მიწოდებს შესახებ შეთანხმებას მიაღწევდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტრამპი წინა დღით რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სხვა აზრის იყო.

როგორც წყარო უყვება Axios-ს, ტრამპმა ზელენსკის მკაფიოდ განუცხადა, რომ მისთვის ახლა პრიორიტეტული დიპლომატიაა, ხოლო „ტომაჰავკების“ მიწოდებამ, შესაძლოა, ამას ძირი გამოუთხაროს.

ერთ-ერთი წყარო გამოცემას უყვება, რომ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ვაშინგტონში „მარტივი არ იყო“. ზოგი ამბობს, რომ ის „ცუდი იყო“. არავინ ყვიროდა, მაგრამ ტრამპი მკაცრი იყო. შეხვედრის დროს ტრამპმა რამდენიმე ძლიერი განცხადება გააკეთა, რა დროსაც ცოტათი ემოციური იყო.