უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი დღეს რუსეთში ჩავა და კრემლის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს უიტკოფისა და პუტინის რიგით მესამე შეხვედრა იქნება. პუტინსა და უიტკოფს შორის საუბარი, სავარაუდოდ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას შეეხება.
Axios-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები ჯერ-ჯერობით არ წყდება, რუსეთი დიდი გამეტებით ბომბავს ქვეყანას და შეტევას ავითარებს.
როგორც ტრამპმა განაცხადა, თუ ის მოლაპარაკებებში პროგრესს არ დაინახავს, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები შემოიღოს.